საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს იურიდიულ
დეპარტამენტში
დეპარტამენტი: იურიდიული
განყოფილება: სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილება
პოზიცია: სტაჟიორი
შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 2
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: არის საქართველოს ცენტრალური ბანკი,
ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო
სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში
ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით,
საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში
მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს
ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და
ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ,
დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. ამ პროცესში,
იურიდიული დეპარტამენტი დამხმარე დეპარტამენტის ფუნქციას ასრულებს, რაც
გულისხმობს არსებული სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ მხარდაჭერას და
შესაბამისად საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს.
სტაჟირების შესახებ: იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერის
განყოფილების სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ 6 თვის განმავლობაში შეიძინონ
თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
საზედამხედველო სუბიექტების ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესში
მონაწილეობა მენტორის ზედამხედველობით
შემოსული განაცხადების განხილვა თანდართულ მასალასთან ერთად და
სამართლებრივ ასპექტებზე შესაბამისი დასკვნის მომზადებაში
მონაწილეობა, შესაბამისი კვლევების მომზადება შესაბამის
თანამშრომლებთან ერთად.
სამართლებრივ თემებზე კვლევების წარმოება
განყოფილებისთვის რელევანტურ, სხვადასხვა სახის კვლევით
პროექტებში მონაწილეობა კვლევით პროექტთან დაკავშირებით
პრეზენტაციების მომზადება
მიმდინარე საკითხებზე სამართლებრივი მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობის
მიღება
სტაჟირების ფარგლებში დააკვირვება და პრაქტიკული უნარების
განვითარება ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობით, რაც
მოიცავს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში
როგორც სამართლებრივი მხარდაჭერის, ასევე მესამე პირებთან
კომუნიკაციის პროცესში ჩართულობას როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის
ფარგლებს გარეთ.
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის შედეგად სტაჟიორები
განივითარებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორში
იურიდიული მიმართულებით კარიერული განვითარების თვალსაზრისით. კერძოდ:
სამართლებრივი არგუმენტაცია
მოლაპარაკების უნარი
მაღალი სტანდარტის წერითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
გაეცნოს სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, ცენტრალური ბანკის
სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა
საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით
(ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების ან/და
პრაქტიკის პერიოდში მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების
შესასრულებლად;
დაესწრონ სემინარებისა და ტრენინგების სერიებს
გახდნენ დინამიური სწავლების გარემოს თანამონაწილე, რომლის ფარგლებში
ითანამშრომლებენ ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის
თანამშრომლებთან და ასევე სხვა დეპარტამენტებთან რომელთა მომსახურებაც
წარმოადგენს იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციას.
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
იურიდიული/სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
ან კურსდამთავრებული;
კანდიდატი უნდა ფლობდეს სამართლის შესახებ თეორიულ ცოდნას და გავლილი
უნდა ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო საგნები);
ინგლისური ენა - B2.
კომპეტენციებისა და უნარები:
კრიტიკული აზროვნება
განსხვავებული ტიპის დავალებების სწრაფად შესრულების უნარი
კომუნიკაციისა და წერის უნარები
სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
მეორე ეტაპი:
წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;
წერითი დავალების თემატიკა: ცენტრალური ბანკის მანდატის ორგანული
კანონის მიხედვით.
მესამე ეტაპი
გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის
მეორე ეტაპს.
შენიშვნა: სტაჟირების მაქსიმალური ვადაა 6 თვე.
კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს
ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ
დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ
პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა
2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა
გამოაგზავნონ:
რეზიუმე (CV)
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი
ტექსტი „სტაჟირება - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი
მხარდაჭერის განყოფილებაში“
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში
ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. ერთი ელექტრონული ფოტო.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული
ბანკის მიერ დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.